როგორ აპირებს კულტურის მინისტრი ხელოვნების მუზეუმის აღდგენას - მას შემდეგ რაც თეა წულუკიანმა სპეციალური კომისიის შექმნა დააანონსა, დღეს პირველი განმარტება გააკეთა. მინისტრის თქმით, ხელოვნების მუზეუმში აღწერის სამუშაოები არ ჩატარებულა, თუმცა, მთავარის კითხვას - ხომ არ ეჭვობს, რომ მუზეუმიდან დაკარგულია ხელოვნების ნიმუშები, წულუკიანმა არ უპასუხა