"არ ვიცოდით" - მანჯგალაძე განმარტავს, რატომ არ მონაწილეობდა ოპოზიცია ჯარიმების გამკაცრების კანონპროექტის განხილვაში

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, პარლამენტში შესული ოპოზიცია სანქციების კანონპროექტის განხილვებს შეთანხმებით, კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით არ დაესწრო. 

მანჯგალაძე, "მთავარი არხის" ეთერში, "დღის სტუმარში" განმარტავს, რომ თავდაპირველად ოპოზიციისთვის არ იყო ცნობილი, რომ "ოცნების" პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებულად განხილავდა, ხოლო მას შემდეფ რაც შეიტყვეს, გადაწყდა, რომ განხილვას ანა ნაცვლიშვილი დაესწრებოდა.

როგორც მანჯგალაძე ამბობს, მთავარი მიზეზი შარლ მიშელის შეთანხმების პირობებია, რომ პარლამენტში შესული ოპოზიცია ნიკა მელიას გათავისუფლებამდე სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს: 

"ეს იყო ფორსმაჟორი ჩვენთვის და არ გვქონდა ინფორმაცია წინასწარი, რომ ამ კანონპროექტის განხილვას აპირებდნენ, ფარულად გაიტანს ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით. ღამის 10 საათზე გააკეთეს მეორე მოსმენა. თავიდან არ ვიცოდით ინიცირებული თუ იყო ეს კანონპროექტი.

ვინაიდან ეს ჯგუფი , ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს, შეთანხმებული ვიყავით, რომ მარტო შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ საკითხებზე შეგვეძლო ოპონირება და შესვლა...როცა გავიგეთ საღამოს, დავგეგმეთ, რომ დილით უნდა მივსულიყავით სამი ადამიანი - ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია და მე, მაგრამ იყო განცხადება, რომ არ ჩაითვალოს და შევინარჩუნოთ პოზიცია, რაზეც ვიყავით შეთანხმებული რომ მიშელის დოკუმენტზე ვმუშაობთ მხოლოდ, ვინაიდან ნიკა მელია არ არის გამოშვებული, შევიდეს მარტო ანა ნაცვლიშვილი, რომელიც გააჟღერებდა დანარჩენი ადამიანების პოზიციას"- ამბობს მანჯგალაძე

კითხვაზე, ვინ გადაწყვიტა, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი ამბობს, რომ - ერთობლივად:

"ჩატი არსებობს, არაფერია დასამალი. ამ ჯგუფში თქვეს, რომ იქნებ სჯობდეს, რომ შევიდეს მარტო ანა ნაცვლიშვილი" ამბობს მანჯგალაძე "დღის სტუმარში"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი