რეპრესიული კანონი და ვეტოს მოთხოვნა - ჯერი სალომე ზურაბიშვილზეა

გამოქვეყნდა:

სანქციები გამკაცრდა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ჯარიმების ოდენობა ზოგ შემთხვევაში 2000-ს, ზოგიერთი მუხლის დარღვევისთვის კი 4500 ლარამდეც კი  გაიზარდა.

ქართულმა ოცნებამ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ყველა ის მუხლი მოირგო სათავისოდ, რომლის საფუძველზეც პოლიცია სამოქალაქო აქტივისტებს აკავებს. ცვლილებების მიხედვით გაზრდილია ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებიც.  

სამოქალაქო აქტივისტებისთვის გამკაცრებული კანონმდებლობა, ოცნების მხრიდან კიდევ ერთი გზავნილია, რომ განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდების წინააღმდეგ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. 

ივანიშვილის თანაგუნდელები კი ამბობენ რომ აქტივისტების ქმედებები დესტრუქციულია და სახელმწიფოს მათთვის პასუხი უნდა გაეცა. 

აშშ-ს საელჩომ ცვლილებებს არასაჭირო და უსარგებლო უწოდა.

ოპოზიცია კი პრეზიდენტს მიმართავს და ითხოვს, რომ კანონპროექტს ხელი არ მოაწეროს და მას ვეტო დაადოს.

ქართული ოცნების მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონპროექტი ძალაში მას შემდეგ შევა, როგორც კი პროექტს ხელს პრეზიდენტი მოაწერს.

არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო აქტივისტები კანონის ამოქმედების შემთხვევაში, გამკაცრებულ სანქციებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი