ოპოზიციის შეფასებით, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი დასკვნა ადასტურებს, რომ ქართული ოცნება არ ითვალისწინებს საერთაშორისო პარტნიორების მითითებებსა და რეკომენდაციებს.
ამის დასტურად მათ წინა რეკომენდაციები მოჰყავთ და ამბობენ, რომ "ოცნებამ" რჩევები არ გაითვალისწინა, რამაც არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ხაზი ესმევა იმას, რომ დიდი პრობლემაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კომისიებში სახელისუფლებო პარტიის დომინირება, ცესკო-ს ხელმძღვანელობის დაკომპლექტება - ამბობს, გიგი წერეთელი დასკვნის შეფასებისას.
ერთობლიობაში მისაღებია ეს დასკვნა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ცვლილებები, რომელსაც სტრატეგია აღმაშენებელი წარადგენს იქით კვირაში- ამბობს პაატა მანჯგალაძე.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ დასკვნა პოზიტიურია და ირწმუნებიან, რომ ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ:
ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს. მე უკვე მქონდა კომუნიკაცია ლევან იოსელიანთან, ვფიქრობთ რომ 10 -11 მაისისთვის იქნება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც უკვე შემოუერთდებიან ის პარტიები, რომლებიც დამატებით არიან წარმოდგენილი პარლამენტში და მათთან ერთად ვენეციის კომისიის და 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე განვაახლებთ ამ კანონპროექტს და შემდეგ დაიწყება პროცედურები ამ კანონპროექტის მიღების - ამბობს უმრავლესობის დეპუტატი შალვა პაპუაშვილი