თბილისში არასრულწლოვან ტრანსგენდერ ქალს სცემეს - მიუხედავად იმისა, რომ ფაქტს, რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, საგამოძიებო უწყებამ მხოლოდ 17 წლის დაზარალებული გოგონა გამოკითხა. დაკითხვა მთავარ საგამოძიებო უწყებაში 6 საათზე მეტხანს გრძელდებოდა.
როგორც დაზარალებული "მთავართან" საუბრისას ამბობს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საცხოვრებელი სახლიდან აფთიაქში მიდიოდა.
"პეკინზე მივდიოდი, აფთიაქის წინ, ჩემთან მოვიდა ერთი კაცი, რომელსაც ეჭირა საეკლესიო ყუთი და მოწყალებას ითხოვდა, როდესაც დამინახა დამიწყო გინება და შეურაცხყოფის მოყენება. დამარტყა კისერში და ყბის მიდამოში. მეორემ კიდევ წიხლი ჩამარტყა წელში, შემდეგ გზაზე გადამაგდეს და ტელეფონი დამილეწეს", - ამბობს დაზარალებული.
როგორც დაზარალებულის მეგობარი, აქტივისტი მადონა კიპაროიძე ამბობს, არასრულწლოვან ტრანსგენდერ ქალს ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ შემდეგ კი სცემეს. მისი თქმით, თავდამსხმელები დაახლოებით 20-25 წლის ბიჭები იყვნენ.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა პროკურატურას ბრალი ოფიციალურად ჯერ არავისთვის წარუდგენია.
იხილეთ ასევე: