"ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნები არის პოზიტიური, რეკომენდაციებიც არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი", - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე საარჩევნო კოდექსში მმართველი გუნდის მიერ შეტანილ ცვლილებებზე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნას.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" გუნდი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და ეს დასკვნები იქნება განხილული კანონპროექტების მიღების პროცესში".
"რეალურად, ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" სწორი წინადადებები შეიტანა კანონპროექტში, რაც ამ დასკვნაში არის შეფასებული დადებითად. ასევე, მოცემულია საქმიანი რეკომენდაციები, რომლებსაც აუცილებლად ჩვენ დიდი ყურადღებით განვიხილავთ პარლამენტში", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, დღეს საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის 26 გვერდიანი ერთობლივი დასკვნა გამოქვეყნდა.
დოკუმენტში რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზეა საუბარი, მათ შორის პარტნიორების შეშფოთებას იწვევს ზოგიერთი შეთავაზება, რომელიც საარჩევნო კომისიების შემადგენლობას ეხება.
ამავე თემაზე: