"უახლოეს დღეებში მელია გაავრცელებს განცხადებას საგამოძიებო კომისიაზე" - ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა

გამოქვეყნდა:

მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელია ციხეში მოინახულა. რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ის ორ საათზე მეტხანს იმყოფებოდა. როგორც ციხის დატოვების შემდეგ ხაზარაძემ თქვა, მელიას ორ საკითხზე ესაუბრა. ესენია: ევროკავშირის გირაო და "ლელოს" ინიციატივა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. 

ორ ძირითად საკითხზე იყო საუბარი, ევროკავშირის გირაოსა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. პრინციპურად იგი იზიარებს, იმას, რომ ევროკავშირის გირაო არის უპრეცენდენტო რამ. ევროკავშირი დამნაშავეებს გირაოს არ უხდის. არ მინდა ნიკა მელიას გარეშე ვისაუბრო, უახლოეს დღეებში იგი თვითონ გააკეთებს განცხადებას, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, პრინციპულად ეთანხმება იდეას, მაგრამ უფრო დეტალურად გააცნობს საზოგადოებას მის მოსაზრებას, - ამბობს მამიუკა ხაზარაძე.

რაც შეეხება გირაოს საკითხს, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას ისე, რომ ნიკას თავმოყვარეობას და იმ პრინციპს, რის გამოც ნიკა ამდენი ხანია ციხეში, არ შეეხება".

ნიკა მელიას მდგომარეობასთან დაკავშირებით კი მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომის  თავს გრძნობს მხნედ და "განმსჭვალულია საბრძოლო სულისკვეთებით".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი