"ხელისუფლების შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია" - NGO-ები ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნაზე

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციები ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი დოკუმენტს აფასებენ. ამბობენ, რომ ეს დასკვნა დროული და გასათვალისწინებელია, რადგან საარჩევნო კოდექსისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ხარვეზები ყველასთვის ნათელია.

სამოქალაქო სექტორი "ქართულ ოცნებას" ურჩევს პარტნიორების რეკომენდაციებზე მსჯელობა საპარლამენტო ფორმატში გააგრძელოს. მათი აზრით, მმართველმა გუნდმა ყველა ის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს, რაც დასკვნაშია მოცემული. გარდა ამისა, მესამე სექტორში განმარტავენ, რომ დოკუმენტში მთელი რიგი რეკომენდაციებია, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ არ არის საკმარისი ის ცვლილებები რომელიც მმართველმა გუნდმა დააინიცირა საარჩევნო სისტემის სრული რეფორმირებისთვის.

ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა არ არის საკმარისი, არ არის სისტემაზე ორიენტირებული და სისტემურ ცვლილებებზე. ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ გვჭირდება უფრო მეტად სისტემური და ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, - ამბობს საია-ს თავმჯდომარე, ნიკა სოლომნიშვილი.

ცნობისთვის, უახლოეს დღეებში - საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა, რომელშიც მონაწილეობას მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციის ის ნაწილიც მიიღებს, რომელმაც შარლ მიშელის ბოლო დოკუმენტს ხელი მოაწერა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი