მეგობარ ქვეყანასთან ულტიმატუმის ენით ლაპარაკის დაწყებით გადაამლაშეს - ხუხაშვილი სააკაშვილის დანიშვნაზე

გამოქვეყნდა:

უხერხულობები იქნება - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი უკრაინაში, მიხელ სააკაშვილის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით.

​"მთავართან" საუბარში ხუხაშვილი "ოცნების" ხელისუფლების იმ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში, მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის წინ კეთდებოდა და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მეგობარ ქვეყანას ულტიმატუმების ენით დაუწყო საუბარი, რამაც უკურეაქცია და გაღიზიანება გამოიწვია:

ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ დაუშვა ძალიან სერიოზული შეცდომები, როდესაც მოუკრეფავში გადავიდა. მათ შეეძლოთ თავისი გაკვირვება გამოეხატათ სავარაუდოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, მაგრამ გადაამლაშეს, როდესაც ულტიმატუმის ენაზე დაიწყეს საუბარი მეგობარ ქვეყანასთან და ფეხების ბაკუნი და ამან უკურეაქცია გამოიწვია, გაღიზიანება უკრაინაში და ეს სამწუხარო მომენტია. უხერხულობები იქნება" ამბობს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა და შესაბამის ბრძანებას ხელი გუშინ მოაწერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი