"მთავარმა არხმა" ზუსტად სამი კვირის წინ გაჩვენათ, როგორ იკერება საქმეები პოლიციაში, როგორ შუთანხმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი დასაკავებელ პირს, როდის, სად და რა ბრალდებით დაიჭერდა მას.
ახლა გაჩვენებეთ მორიგ შეკვეთილ დაკავებას, სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების კიდევ უფრო შოკისმომგვრელ გაგრძელებას. აქაც, წინასწარ განზრახული სცენარით, სავარუდოდ ხდებოდა დანაშაულის ინსცენირება, რის შემდეგაც პოლიცია ზარ-ზეიმით დაიჭერდა დამნაშავეს. ეს დამნაშავე კი სწორედ ის სასულიერო პირია, რომელმაც პოლიციის კორუმპირებული სისტემა ბოლომდე გააშიშვლა.
მას შემდეგ, რაც დმანისის პოლიციის უფროსის მოადგილე - შეკერილი საქმის გამო ციხეში აღმოჩნდა, როგორც ჩანს დაიგეგმა - ოქროს მოწმის სამაგალითოდ დასჯის ოპერაცია. სასულიერო პირი ჩვენ რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მას გაურკვეველი პირები ლიკვიდაციით ემუქრებიან და სავარუდოდ ისევ შეთითხნილი ბარლდებით უპირებენ დაჭერას.
უკვე რამდენიმე დღეში, მამა იონას თბილისში ოპერატიული მანქანა აკითხავს და თელავისკენ მიყავთ. სამი ადამიანიდან მინიმუმ 2 სასულიერო პირმა უკვე ამოიცნო - თელავის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე. თელავში მას კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი ხვდება, და, როგორც თავად ყვება, დანაშაულის ჩადენას აიძულებენ - ცხადია წინასწარ გაწერილი სცენარით.
იხილეთ ასევე: