სისტემის მხილება გრძელდება - მამა იონამ "მთავარ არხს" კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა

გამოქვეყნდა:

მხილება გრძელდება - "შაბათის მთავარში" გასული ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, თანამდებობა პოლიციის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა. თუმცა, არაა გამორიცხული დმანისის პოლიციის ყოფილი უფროსი მისი მოადგილის გვერდით განსასჯელთა სკამზე ვიხილოთ.

მაგრამ, ამ შეკვეთილი დაკავების ისტორიაში ყველაზე საინტერესო სწორედ დამკვეთები არიან. ვინ უბიძგა პოლიციის მაღალჩინოსანს, საკუთარი კარიერის ფასად - იარაღი ჩაედო უდანაშაულო მოქალაქისთვის? როგორც ირკვევა, ამ მიმართულებით ძიება მაინცდამაინც აქტიური არ არის. სასულიერო პირს, რომელსაც შეკრელი საქმით იჭერდენენ, და რომელმაც მანკიერი სისტემა "მთავარ არხთან" ერთად ამხილა, ულტიმატუმი წაუყენეს.

ან საჯაროდ ამ თემაზე საუბარი უნდა დაესრულებინა, ან არადა მოწმეთა დაცვის პროგრამიდან ამოიღებდენ. არადა, ეს სწორედ ის შემთვევაა, როცა გაჩუმება თანამონაწილეობის ტოლფასია, და მამა იონამ "მთავარ არხს" კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი