ცვლილებები ცესკო-ში და მზადება არჩევნებისთვის - დატოვებს თუ არა თამარ ჟვანია თანამდებობას

გამოქვეყნდა:

ბოლო დღეებია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ნაჩქარევი ცვლილებები მიმდინარეობს. გადაადგილებები ერთი შეხედვით ტექნიკურია და საშუალო რანგის ბიუროკრატებს შეეხება. მაგრამ გამოუცდელი თვალისთვისაც კი ცხადია, რომ "ქართული ოცნება" რაღაცისთვის ემზადება.

შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი დოკუმენტის ერთერთერთი პუნქტი სწორედ ცესკო-ს რეფრომას, კონრეკტულად კი კომისიის წევრთა შერჩევას შეეხება. მაგრამ მიმდინარე ცვლილებებით გამოდის, რომ ცესკო-ს მართვის რეალური ბერკეტები არა კომისიის წევრების ან თავმჯდომარის ხელში იქნება, არამედ სწორედ "ქართული ოცნების" მიერ დანიშნულ მოხელეებთან გადაინაცვლებს. პარტიული ერთგულებით შერჩეულ პირებთან და მერე მართლა მნიშვნელობა აღარ ექნება - წავა თუ არა თამარ ჟვანია.

თუმცა, ცნობილი ხდება, რომ ცვლილებები, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესაც შეეხება. ნიადაგი სწორედ დისკრედიტებული თამარ ჟვანიას შესაცვლელად მზადდება. 

 

ეკა გაგუას რეპორტაჟი: "ფარული მზადება არჩევნებისთვის"

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი