რუსული დეზინფორმაციის წყარო, გაუქმებული "ნიუსფრონტი" ონლაინ სივრცეში ისევ დაბრუნდა

გამოქვეყნდა:

რუსული დეზინფორმაციის გავრცელების ერთ ერთი მთავარი წყარო "ნიუსფრონტი" ონლაინ სივრცეში ისევ დაბრუნდა. აღნიშნული პლატფორმა ფეისბუქის ადმინისტრაციამ 30 აპრილს გააუქმა.

მას შემდგ რაც მათი ოფიციალური გვერდი წაიშალა, უკვე ევრაზიის ინსტიტუტის ფეისბუქ გვერდზე დაიწყეს აქტიურობა. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც წლებია უკვე აქტიურად ლობირებს იმ საკითხს, რომ საქართველომ თავისი ევროატლანიტკური აქტივობა შეწყვიტოს - აცხადებს "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" მკვლევარი მარიამ წიწიკაშვილი.

ნიუსფრონტის“ ქართულ ოფისს შოთა აფხაიძე და ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი
გულბაათ რცხილაძე ხელმძღვანელობენ. მათი ვებგვერდი ანექსირებული ყირიმიდან იმართება და  ქართულის გარდა, კიდევ 8 ენაზე ოპერირებს. სააგენტო წლებია  დეზინფორმაციას ევროკავშირის, NATO-სა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ  მიზანმიმართულად ავრცელებს და მისი ნარატივი ხშირად ოფიციალური კრემლის პოზიციებს  იმეორებს. ერთ ერთი ასეთი დეზინფორმაცია მათ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გაავრცელეს.  ნიუსფრონტი აქტიურად ჩაერთო კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაშიც

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი