"მთავარი არხის" დამფუძნებელი უკვე ნამდვილად თავისუფალია - ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ჩვენს დარწმუნებას, რომ პოლიტპატიმრობა და გიორგი რურუა ერთმანეთისგან ძალიან შორს მდგომი ცნებები იყო, მაგრამ დასავლეთმა ასე არ ჩათვალა და "ოცნებას" სხვა გზა არ დაუტოვა - რურუა პრეზიდენტმა შეიწყალა.
წელიწადნახევარი მან ციხეში უკანონოდ გაატარა - ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამე მის მიღმა, მის გარეშე მოხდა. თუმცა ეს დრო მას ტყუილად მაინც არ დაუკარგავს.
რა გამოტოვა საკანს გარეთ და როგორ გამოიყენა საპატიმროს შიგნით გატარებული თვეები გიორგი რურუამ? - ამის შესახებ მაიკო ლომიძის სიუჟეტიდან შეიტყობთ.