ეს სიუჟეტი ეძღვნება იმ ადამიანს, რომელსაც არც გაცნობა სჭირდება და არც დავიწყება ემუქრება, მაგრამ ის შინაგანად იმდენად მდიდარი პიროვნება იყო, რომ თქვენ მაინც აღმოაჩენთ რაღაც ახალს. ეს ადამიანი კახი კავსაძეა.
რამდენიმე თვის წინ მას კოვიდ 19 შეეყარა, რომელმაც ისეთი გართულებები გამოიწვია ორგანიზმში, რომ ასაკოვანი მსახიობი მათ ვეღარ გაუმკლავდა - დიდხანს იბრძოლა სიცოცხლისთვის, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლო.
კახი კავსაძე დაკრძალეს მისი საყვარელი მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით, რომელსაც, ლოგინად ჩავარდნილს, ის 26 წლის განმავლობაში უვლიდა და ხელის გულზე ატარებდა. მათი დიდი სიყვარულის ისტორია ახლა უკვე სხვაგან გრძელდება. კახი კავსაძემ კი, დამატებით, თან გაიყოლა მილიონობით ადამიანის სიყვარული; და არა მარტო ქართველის: მისი გარდაცვალება იმდენად განიცადა ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა, პიერ რიშარმა, რომ მან სპეციალურად ჩაწერა სამძიმრის ვიდეო საქართველოსთვის, რომელსაც თქვენ დღეს პირველად ნახავთ.
თეა ადეიშვილის რეპორტაჟი - "იქ თეატრი არის?"