აბსურდი და სამარცხვინო გადაწყვეტილება - ოპოზიცია უკრაინის ელჩის დაბარებაზე

გამოქვეყნდა:

აბსურდი და სამარცხვინო გადაწყვეტილება - ასე ეხმაურებიან ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში გამოიძახა. დავით ზალკალიანი ადასტურებს, რომ ეს ნაბიჯი სწორედ მესამე პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნას უკავშირდება.

ქართული ოპოზიცია კი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს არ გააფუჭოს ურთიერთობები მეგობარ სახელმწიფოსთან და არ გადააყოლოს ის ვიწროპარტიულ ინტერესებს. "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის თქმით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ბოღმა და მისი პირადი გადაწყვეტილება:

ამ გადაწყვეტილების ფონზე კიდევ უფრო სამარცხვინოდ წარმოჩინდა ის სრული ისტერიკა, რომელიც სჭირდათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. ვის დანიშნავენ, რომელ თანამდებობაზე, რა წესით და პროცედურით ეს არის ჩვენი მეგობარი უკრაინის საქმე, ეს არის მათი შიდა საქმე და არა აქაური პოლიტიკური პარტიების"- ამბობს კახიძე.

საქართველოს ხელისუფლება საქარველოს ინტერესების საწინააღმდეგი ნოიქმედებსმ რიცა უკრიანას თითს უქნევს - ამბობს "რესპუბლიკელების" ლიდერი დავით ბერძენიშვილი. 

გუბაზ სანიკიძე კი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს რუსული ინტერესებით და ორივე მათგანისთვის საფრთხისშემცველია მიხეილ სააკაშვილის წარმატება ახალ თანამდებობაზე, რადგან მისი წარმატება მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის წარმატებას ნიშნავს:

დღევანდელი ქართული ოცნება არის რუსეთის ხელისუფლების ბრმა ნაწლავი, რომელიც მიყვება რუსულ ნარატივებს. თუ დააკვირდებით ტექსტები რუსული მედიისა და ჩვენი ხელიუსფლება, ტყუპისცალივით გვანან ერთმანეთს, ამიტონ გასაგებია აღშფოთება და შიში დღევანდელი ხელისუფლების - ამბობს სანიკიძე

უაზრო ფაფხურია. ვერაფერი ურთიერთობა ვერ გაფუჭდება და უნდა გვესმოდეს, რომ ვიწროპარტიულ ინტერესებს არ უნდა გადავაყოლოთ სახელმწიფო ინტერესი...ხო გავაქციეთ ეს ადამიანი, ეხლა ჩვენ მივხედოთ ამ ქვეყანას აქ" - ამბობს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე  

შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა და შესაბამის ბრძანებას ხელი გუშინ მოაწერა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი