უქმე დღეების გამო, პარლამენტში, ხვალ 5 მაისს, ამნისტიის კანონპროექტზე ვერ იმსჯელებენ. საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის კანონპროექტის ორი ვერსიაა დარეგისტრირებული.
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის პოზიცია უცვლელია - ისინი მხარს მხოლოდ საკუთარ ვარიანტს დაუჭერენ, ხელისუფლება - შესაბამისად თავის ვერსიას.
ოპოზიციამ ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტში 28 აპრილს დაარეგისტრირა, "ქართულმა ოცნებამ" კი ერთი დღით ადრე.
ოპოზიციის კანონპროექტის თანახმად, ამნისტია შეეხებათ 2019 წლის 19-21 ივნისის საქმეზე უკვე არსებულ ბრალდებებს. ხოლო ხელისუფლების კანონპროექტი შეეხება, არა კონკრეტულ ნორმებს, არამედ მოვლენებთან დაკავშირებულ უკვე არსებულ ბრალდებებს და მომავალში შესაძლო წარდგენილ ბრალდებებს.