სააკაშვილი რეფორმების წინამძღოლად დაინიშნა - გავლენიანი მედიასაშუალებების გამოხმაურება

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმსრულებელი საბჭოს ხემძღვანელად დანიშვნას, მსოფლიოს გავლენიანი მედიასაშუალებები ეხმაურებიან.

ამერიკული გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსი" წერს, რომ სააკაშვილის სახით, უკრაინულ პოლიტიკაში ბრუნდება ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმატორია.

"ფაინენშელ თაიმსის" განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფომების წინამძღოლად დაინიშნა და ქვეყანაში, სადაც ომის დროინდელი კრიზისი მძვინვარებს, მისი რეფორმების იმედი აქვთ.

ამერიკული ბიზნესგამოცემა "ბარონი" კი მიიჩნევს, რომ უკრაინის პოლიტიკაში დასავლეთის ფავორიტი დაბრუნდა - ქარიზმატული იურისტი, რომელიც ჯორჯ ბუშმა დემოკრატიის შუქურად, დონალდ ტრამპმა კი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ლიდერად მოიხსენია.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარედ გუშინ დაინიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი