სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა. მისი თქმით, დისტანციურ სასამართლო პროცესზე ადვოკატი მოითხოვა, სხდომა კი გადაიდო. ნარსიას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
"მოვითხოვე ადვოკატი, გადაიდო სასამართლო, უნდა გამოვითხოვოთ კამერები. გუშინ იყო ორმაისობა, აღდგომა დღე, მივედი უბრალოდ ჩემი პატარა დის საფლავზე მინდოდა გადამეგორებინა კვერცხი, ვთხოვე პოლიციას, არავინ არ იყო ჩემს გარდა, არ შემიშვეს, ჩამოვართვი ხელი და ვუთხარი ბიძინას დედა ვატირე-მეთქი, რომ ჩემი დის საფლავზე არ მიშვებსთქო. ამის გამო წავიდა ეს პოლიციელი, გადარეკა, მოვიდა და დამაკავეს", - თქვა ნიკა ნარსიამ.
ნიკა ნარსიას დაკავების შემდეგ "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები ქუთაისში ჩავიდნენ. პოლიცია მათ კომენდანტის საათის დარღვევას ედავება.