უკრაინიდან ელჩის დაბარების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, ესპერტები და პოლიტოგები ეხმაურებიან. ამბობენ, რომ ეს არის უკიდურესი ფორმა დიპლომატიაში. მათივე თქმით, საქართველო-უკრაინას შორის მწვავე კრიზისი არ არსებობს და ეს ნაბიჯი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესს უკავშირდება.
გია ხუხაშვილი "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ზელენსკისგან "მაპზე მეტი მიიღო". ხუხაშვილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსა და ქმედებებს არაადეკვატურს უწოდებს.
მიშამ მიიღო მაპზე უკეთესი, იმიტომ, რომ ვიცე პრემიერის პოზიცია არის დამოკიდებული პოზიცია და ეხლა ფაქტობრივად მისი პოლიტიკური წონა არის ბევრად უფრო მაღალი, ბევრად მეტი თავისუფლება აქვს მოქმედებებში და პასუხისმგებლობაც ბევრად უფრო ნაკლები აქვს, - ამბობს ხუხაშვილი.
ექსპერტების თქმით, საქართველოს ხელისუფლების ასეთმა რეაქციამ შესაძლოა მართლაც გაამწვავოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და ბევრი კითხვა გამოიწვიოს აშშ-სა და ევროპაში.
მთავრობა რეაგირებს ივანიშვილის შიშებზე და მან უნდა გააკეთოს ის განცხადებები, რომელიც ძალინ კარგად იცის ზალკანლიანმაც, რომ არ არის ნორმალური ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებში თუ არ არის ეს ძალიან მწვავე კრიზისი და დანიშვნა სააკაშვილის, არ არის მწვავე კრიზისი, - ამბობს ვანო მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, საქართველოს საგარეო უწყებამ თეიმურაზ შარაშენიძე ახსნა განმარტებებისთვის თბილისში დაიბარა.