გუშინდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა - მელია სააკაშვილის დანიშვნაზე

გამოქვეყნდა:

ეს ქვეყნის წარმატებაა, თქვენი წარმატება, მათი წარმატება - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია. ამბობს, რომ გუშინდელი დღე და გადაწყვეტილება ისტორიული მნიშვნელობისაა და უკრაინის რეფორმირებას, განვითარების, წარმატებისა და სიმდიდრის გზაზე, საფუძველი სწორედ გუშინ ჩაეყარა.

მელია დარწმუნებულია, რომ ვლადიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოს ხელისუფლებაშიც აცნობიერებენ, თუმცა ისინი ვიწროპარტიული ინტერესებიდან ამოდიან და ფაქტის დაკნინებას ცდილობენ.

გუშინ დასაბამი დაედო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და განმტკიცებას და ორივე სახელმწიფოში კიდევ უფრო დიდ პროგრესს. ეს არაა ცალკე აღებული რომელიმე ჯგუფის წარმატება, ეს ყველას წარმატებაა. სააკაშვილის წარმატება უკრაინაში, საქართველოს წარმატებას გაუხსნის გზას. დადგა დრო, რომ უკუღმა დატრიალებული ბორბალი წაღმა დავატრიალოთ და შევისისხლხორცოთ რწმენა იმისა, რომ ვიყოთ წარმატებული ქვეყანა, სადაც მომღიმარი ბავშვი და ბედნიერი, უზრუნველი ადამიანი ცხოვრობს, - ამბობს მელია.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარედ გუშინ დაინიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი