ოფიციალური თბილისისა და ქართველი ძალოვანების უმოქმედობითა და უუნარობით გათამამებული საოკუპაციო ძალები. რუსი სამხედროები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზიდან იტაცებენ და ასამართლებენ, ახლა უკვე არც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლას ერიდებიან.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, შეიარაღებული ე.წ. მესაზღვრეები უკვე მეორედ შეიჭრნენ ხურვალეთში. თუმცა ქართლმა მხარემ არც ამჯერად გამოიყენა შანსი რუსი სამხედროები ცხინვალის ციხეში მიტოვებულ საქართველოს მოქალაქეებში გაეცვალა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უპრობლემოდ გაათავისუფლა.
ხურვალეთში მომხდარ ინციდენტს მწვავე პროტესტი მოჰყვა გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახის მხრიდან, რომლებიც თვეებია, საკუთარი ხელისუფლების მხრიდან დახმარებას უშედეგოდ ელოდებიან.
გახელაძეების ოჯახის მოთხოვნას დღეს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია. ერთადერთი განცხადება ხურვალეთში ოკუპანტების გადმოსვლაზე სუს-მა გაავრცელა. უწყებაში ინციდენტს ადასტურებენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია არ გადმოულახავთ.
იხილეთ ასევე: