ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობა არ მივიდა - სხდომა ჩაიშალა

გამოქვეყნდა:

ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მირდატ ქამადაძის ინიციატივით უნდა გამართულიყო, სადაც დეპუტატებს ანტიკრიზისული გეგმის შესახებ უნდა ემსჯელათ.

რიგგარეშე სხდომას უმრავლესობის წევრები არ დაესწრნენ, რის გამოც სხდომა ჩაიშალა.

უმრავლესობის ამ ქმედებას ოპოზიცია უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს რომ "ქართულ ოცნებას" არ სურს პასუხისმგებლობა აიღოს ბათუმელების წინაშე და შექმნილი კრიზისიდან გამოიყვანოს ისინი.

უმრავლესობას დეპუტატის ნატალია ზოიძის თქმით, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა არ არის სრულყოფილი, ნაჩქარევია და რეგლამენტის დარღვევითაა წარდგენილი. მისი თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე არ გამოცხადდნენ სხდომაზე და არ მიიღეს მის განხილვაში მონაწილეობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი