სანქციების გამკაცრებას აქტივისტები საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ

გამოქვეყნდა:

სამოქალქო აქტივისტები რეპრესიული სანქციების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ისინი მათ წინააღმდეგ მიღებულს უწოდებენ და დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებამ ეს საპროტესტო მუხტის ჩასახშობად გააკეთა, მითუმეტეს ადგილობრივი არჩევნების წინ.

კანონის დაჩქარებული წესით მიღებას უარყოფითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მათი აზრით, არ არსებობს სანქციების გამკაცრების ლეგიტიმური მიზანი. ჯარიმების გაორმაგებისა და საპატიმრო ვადების გაზრდის მიუხედავად, ის ადამიანები, ვინც არაერთხელ არიან დაჯარიმებული იმ მუხლებით, რომლებშიც ცვლილება შევიდა, ამბობენ, რომ ეს მათ ვერ შეაჩერებს. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი