საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, "უკვდავი პოლკი" ხვალ ვაკის პარკში შეიკრიბება

გამოქვეყნდა:

პუტინის იდეოლოგიის ქართველი მხარდამჭერების ნაწილი, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ხვალ, 9 მაისს, ვაკის პარკში მაინც შეიკრიბება.

მოძრაობა "უკვდავი პოლკის" ერთ-ერთი წევრი, გულბაათ რცხილაძე ამბობს, რომ შეკრებაზე ელოდება ყველას, ვისაც სურვილი აქვს პატივი მიაგოს მეორე მსოფლიოს ომში გარდაცვლილთა ხსოვნას. მისი თქმით, ვაკის პარკში ხვალ დიპლომატები და პოლიტიკოსებიც აპირებენ მისვლას.

ყველა მიდის ჯანსაღი ადამიანი ვისაც უნდა. მე პირადად მივდივარ ერთი კაცი ჩემს მძღოლთან ერთად. დიპლომატებიც იქნებიან, მთავრობის წევრებიც იქნებიან და ვისაც აქვს შესაძლებლობა უტრანსპორტობის პირობებში მივიდეს ვაკის პარკში, - ამბობს რცხილაძე "მთავართან" საუბრისას.

მედიის განვითარების ფონდი კი საქართველოს მოქალაქეებს ნაციზმზე გამარჯვების დღის 8 მაისს აღნიშვნისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, კრემლის მიერ დაფინანსებული მოძრაობის - "უკვდავი პოლკის" მიერ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის დღე რუსული გავლენების გაძლიერების საშუალებად იქცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი