ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 4 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 183 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 206ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. 

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 154 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 131 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი