დარწმუნებული ვარ, "სინოფარმით" აცრილები მოგზაურობას შეძლებენ - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

"დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფლად შეძლებენ" - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ჟურნალისტების კითხვას, შეძლებენ თუ არა "სინოფარმით" აცრილი მოქალაქეები საზღვარგარეთ მოგზაურობას იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მას ავტორიზაციას არ მიანიჭებს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კოვიდ პასპორტზე წინასწარი მუშაობები უკვე დასრულებულია:

"წინასწარი მუშაობები კოვიდ პასპორტზე დასრულებულია ჩვენთან. ამ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოს კოვიდ პასპორტთან დაკავშირებულ კონცეფციას წარუდგენს, როგორ მუშაობს ეს კოვიდ პასპორტი. შემდეგ წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს და მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას",- თქვა გამყრელიძემ.

"სინოფარმით" ვაქცინაციის პროცესი საქართველოში დღეს, 4 მაისს დაიწყო. ამ ვაქცინას ჯერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვატორიზაცია მიღებული არ აქვს, თუმცა NCDC-ის განცხადებით, ის 45 ქვეყანაშია აღიარებული. WHO-ს გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში უნდა გახდეს ცნობილი.

"სინოფარმით" აცრის შესაძლებლობა საქართველოში 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს აქვთ.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი