როლიდან ვერ გამოდის, რომელსაც ჰქვია, შტურმის მოწყობის ბრიგადირი - ვოლსკი მელიაზე

გამოქვეყნდა:

"გირაოსთან დაკავშირებით, არანაირი პოლიტიკური სხვა არ იქნება, პრაქტიკულად სვლა აღარ დარჩა, გირაოს უნდა დათანხმდეს და უნდა გამოვიდეს. მაგრამ იმ როლიდან და ფუნქციიდან ვერ გამოდის, რომელსაც ჰქვია, შტურმის მოწყობის ბრიგადირი. ესაა ის როლი ის ფუნქცია, რომელიც მოირგო და ამ როლით ვერ გახდა პოლიტიკური გმირი და პოლიტიკური წამებული. რაღაც სისულელეებს იგონებენ და უნდათ ამის გარშემო შექმნან გაურკვეველი სიტუაცია. აქ მუშაობაა საჭირო და ამ მუშაობის რესურსი არ გააჩნია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და უნდა, რომ ყველა ჩაითრიოს იმ პროცესში, რომელიც თვითონ დაგეგმეს. ერთადერთი ამ სიტუაციაში მოგებული გამოდის გარეშე ძალა, რუსეთი და პრაქტიკულად ფეხაწყობით არის ის პოლიტიკა, რასაც აწარმოებს "ნაც.მოძრაობა".

ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასა და გაჭიანურებულ ამნისტიის კანონზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი