5-წლიანი მუშაობის შემდეგ, წყალბურთელი რევაზ ჩომახიძე თბილისის მერიიდან გაანთავისუფლეს, თავად წყალბურთელი ფაქტს პოლიტიკური ნიშნით დევნას უწოდებს, რადგან ის 2020 წლის დეკემბერში "ნაციონალური მოძრაობის" ახალი გუნდის წევრი გახდა.
ამ წუთებში, რევაზ ჩომახიძე ლევან ხაბეიშვილთან ერთად, მერიაში იმყოფება და უწყებისგან განმარტებას ითხოვს. მისი თქმით, "კახი კალაძე, რომ ყოფილიყო ააიპ-ის დირექტორი რავის აზრად არ მოუვიდოდა მისი განთავისუფლება, რაღაც პოლიტიკური მიზეზების გამო".
ლევან ხაბეიშვილის თქმით, მმართველი გუნდი სპორტსმენებს პოლიტიკური ნიშნით ყოფს.
"მას შემდეგ რაც მან მისი პოლიტიკური დამოკიდებულება დააფიქსირა, ეს ადამიანი სამსახურიდან გაანთავისუფლა ჯკახი კალაძემ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩემპიონეს, დამსახურებულ სპორტის ოსტატებს ასე ექცევიან და პოლიტიკური ნიშნით ყოფენ", - ამბობს ხაბეიშვილი.
როგორც "მთავარს" დედაქალაქის მერიის პრესცენტრში განუცხადეს, რევაზ ჩომახიძეს ხელშეკრულება შეუწყდა და პოლიტიკური ნიშნით ის არავის გაუთავისუფლებია.
რევაზ ჩომახიძე მერიის ერთ-ერთ ააიპ-ში 2016 წლიდან მუშაობდა და აქამდე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შექმნია.