თბილისის მერია ხუთშაბათიდან ცენტრალური ქუჩების მორეცხვას იწყებს

გამოქვეყნდა:

თბილისის მერია ხუთშაბათიდან, 6 მაისიდან ცენტრალური ქუჩების მორეცხვის და ახლადრეაბილიტირებული გზების დახაზვის სამუშაოებს დაიწყებს. ამის შესახებ მერმა, კახა კალაძემ "ფეისბუქის" ვიდეოჩართვაში ისაუბრა.

კალაძე ამბობს, რომ სპეციალური ტექნიკის შესაძენად ტენდერიც გამოცხადებულია.

"გამოვიზამთრეთ, გაზაფხულია, ქალაქში სხვადასხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს ეკოლოგიური მიმართულებით, ხდება პარკების მოწესრიგება, დასუფთავება. ასევე, გვინდა, დავიწყოთ მთელი ქალაქის მასშტაბით ცენტრალური ქუჩების მორეცხვითი სამუშაოები. ხუთშაბათიდან არის სრული მზადყოფნა, რომ ეს სამუშაოები დავიწყოთ და გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისუფთავეს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალაქში სიმწვანეს, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას. ამ სამუშაოების წარმოება, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა და მოვლილი", - ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, ქუჩებს კომენდანტის საათის დროს მორეცხავენ​.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი