საკოორდინაციო საბჭო სრულად ვაქცინირებულებისთვის შეღავათების დაწესებას განიხილავს

გამოქვეყნდა:

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობს სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესებაზე იმ პირებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სრული კურსი აქვთ ჩატარებული. 

"აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომლებიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა და ეს საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის ახლო მომავალში იქნება წარდგენილი.

ამასთანავე, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადახვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი", - თქვა ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ. ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი