უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთონ.
"მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მთავრობის და პარლამენტის წევრები. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქინცაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძოლობის სექტორიში დასაქმებული პირები, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები", - თქვა მან.
მისივე განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა "მწვანე პასპორტების" შექმნაზე. საბჭო ასევე განიხილავს სხვადასხვა შეღავათების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ, ჩატარებული.