ქართული მუსიკის ლეგენდას, „ყვითელი ფოთლების“ ავტორს დღეს დიდუბის პანთეონში გამოემშვიდობნენ

გამოქვეყნდა:

ქართული მუსიკის ლეგენდა ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა, მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა უკანასკნელ გზაზე, დღეს, აპლოდისმენტებით გააცილეს. დიდი კომპოზიტორი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

პანთეონში შეკრებილი ადამიანებისათვის  ცრემლებისა და ემოციების შეკავება რთული აღმოჩნდა. მის მეგობრებს გია ყანჩელზე საუბარი წარსულ დროში უჭირდათ.

რუსთაველის სახელმწიფო თეატრში პანაშვიდზე მაესტროს  პატივსაცემად მისივე მუსიკალური ნაწარმოებები ჟღერდა. დღეს ეპოქალურ კომპოზიტორს მთელი მსოფლიო დაემშვიდობა.

რუსთაველის თეატრში სამოქალაქო პანაშვიდზე სამძიმრისთვის მისული ხალხის ნაკადი დილიდან არ წყდებოდა. დიდი ქართველისათვის პატივის მისაგებად რუსთაველის დიდ დარბაზთან რიგები იდგა. მისი მუსიკა დარჩება მუდამ - ასეთი იყო მათი შეფასება.

გია ყანჩელმა სიცოცხლეშივე მოახერხა, გამხდარიყო ლეგენდა. სიჩუმის კომპოზიტორი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, სამშობლოში 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მის მუსიკაზე კვლავაც გაიზრდებიან თაობები, ის აქ არის.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი