"ქართული ოცნების" დეპუტატი, ლადო კახაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის ინდური შტამის ერთეული შემთხვევაა გამოვლენილი. როგორც ის აღნიშნავს, მას ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, ვინაიდან ოფიციალურად ეს არ გამოუცხადებიათ.
"მე ვიცი ინფორმაციულად, რომ ერთეული შემთხვევა არის გამოვლენილი, მაგრამ ეს იმ მოცულობის და მოდუნების არ არის, რომელიც ამ წუთას შეცვლის ბალანსს ჩვენ ქვეყანაში.
ზუსტი ინფორმაცია რა საკვირველია არ მაქვს, ეს რომ გამოეცხადებინა ოფიციალურ სტრუქტურას, ასეთი რამე არ ყოფილა",- ამბობს ლადო კახაძე.
კახაძის ინფორმაციას არ ადასტურებენ ოფიციალური უწყებები. დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ლაბორატორიულად საქართველოში ინდური შტამი არ დადასტურებულა.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი.