თალაკვაძე კუბილიუსის მოწოდებას აპროტესტებს და ევროპარლამენტარს საპასუხო წერილს უგზავნის

გამოქვეყნდა:

ანდრიუს კუბილიუსს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპასუხო წერილს უგზავნის. არჩილ თალაკვაძე ევროპელ დეპუტატს ეუბნება, რომ მისი წერილით შეშფოთებულია და ის, რაზეც კუბილიუსი საუბრობს მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევაა. თალაკვაძე ევროპარლამენტარის მიმართვის იმ ნაწილს აპროტესტებს, სადაც კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

შეშფოთებული ვარ თქვენი წერილის იმ ნაწილით, რომელიც ეხება ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებს. ჩვენი მხრივ ეს გაგებულია, როგორც თქვენი მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ეს კი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპებს. პოლიტიკური პარტიები ვერ უბრძანებენ და ვერ მართავენ საქართველოს სასამართლოებს. ვითარების ამგვარი ხედვა მოულოდნელია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის მხრიდან. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუტების მიერ, -  წერს თალაკვაძე საპასუხო წერილში

თალაკვაძე ასევე წერს, რომ არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის და არ შეიძლება იყოს 2020 წლის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა მარკუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს საგანგებო წერილი გამოუგზავნა. ევროპელი დეპუტატი, მხარს უჭერს საქართველოში მრავლაპარტიული პარლამენტის შექმნას და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად აღიქვამს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი