საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნაზე და ელჩის გამოწვევაზე კონსულტაციებისთვის, დავით უსუფაშვილი ეროვნული ღირსებისთვის შეურაცხმყოფელს უწოდებს. მისი თქმით, სირცხვილია ის, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლება აკეთებს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ხელისუფლებას ორმაგ სტანდარეტებსა და თვალთმაქცობაში ადანაშაულებს.
როდესაც უკრაინა თავის მოქალაქეს სადმე დანიშნავს, ამაზე საქართველო აღშფოთდება, ხოლო როცა იგივე უკრაინა საქართველოს მიერ ძებნილ მსჯავრდებულ ადამიანს საქართველოს არ აძლევს, მაშინ საქართველო კმაყოფილია. საქმე გვაქვს თვალთმაქცობასთან. სააკაშვილი ამ ხელისუფლებას სჭირდება საფრთხობელად, ოპოზიციური სპექტრის თავში წამოსასმელად და ვერ გათავისუფლდა ამ ბოღმისგან, - აცხადებს უსუფაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ გუშინ დაინიშნა.