ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახი კალაძე მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას.
კალაძე რადას დეპუტატებს მადლობას უხდის, რომ სააკაშვილი ვიცეპრემიერად არ დანიშნეს და ამბობს, რომ შეთავაზებული თანამდებობა, მოგონილია.
მადლობა რადას დეპუტატებს გონივრული გადაწყვეტილებისთვის,რომ სააკაშვილს ვიცეპრემიერად გამწესების შესაძლებლობა არ მისცეს. მოგონილი თანამდებობა, რომელიც მას ახლა შესთავაზეს გარკვეუკლ სკეპსისს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში. უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა და მიღებული გადაწყვეტილება.. ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, - ამბობს კალაძე.
რაც შეეხება უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის საკითხს, კალაძეს არ აქვს ინფორმაცია როგორ დაბრუნდება ელჩი ქვეყანაში, თუმცა ამბობს, რომ საზოგადოება ამას აუცილებლად გაიგებს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ გუშინ დაინიშნა.