ელვებსა და მეხებს დაბინძურებული ატმოსფეროს გაწმენდა შეუძლია - ახალი კვლევა

გამოქვეყნდა:

ელვა ატმოსფეროს იმაზე ეფექტურად ასუფთავებს, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. კვლევა იმ მონაცემებზე დაყრდნობითაა გაკეთებული, რომელიც შტორმის მადევარმა თვითმფრინავმა 2012 წელს შეაგროვა. თავდაპირველად, ამ მონაცემების სიზუსტეში ეჭვი შეჰქონდათ.

ელჭექის ჰაერის გამწმენდი თვისებები უკვე კარგადაა შესწავლილი, კონკრეტულად კი აზოტის ოქსიდისა და ჰიდროქსიდის წარმოქმნა, რომელიც ატმოსფეროდან სათბურის აირებს აქრობს. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ელვის დროს ბევრად უფრო მეტი პროცესი ხდება.

როგორც ჩანს, ელვები და უფრო სუსტი, მათ გარშემო არსებული უხილავი ელექტრული მუხტები ატმოსფეროს დამბინძურებელი ნივთიერებების „დამჭერ“ ოქსიდანტებს წარმოქმნიან: ჰიდროქსილსა (OH) და ჰიდროპეროქსილს (HO2). ეს ნაერთები მეთანსა და ნახშირჟანგსაც კი აქრობენ ატმოსფეროდან.

2012 წლის მონაცემები კოლორადოსა და ოკლაჰომას თავზე მფრინავმა NASA-ს თვითმფრინავმა შეაგროვა, რომელიც შტორმის ღრუბლების ზედა ნაწილებს იკვლევდა. ამ მონაცემების ბოლოს გაკეთებულმა ანალიზმა და იმ დროსვე მიწიდან შეგროვებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ელვები ნამდვილად წარმოქმნიან ოქსიდანტების დიდ რაოდენობას.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი