"გვითხრან, თუ ამ ქვეყანაში "ოცნების" ზონდერობა და ანაფორა ინდულგენციაა"... - ნიკა გვარამია "მთავარი არხის" ჯგუფზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"იქ იყვნენ გამგებლის მიერ დაორგანიზებული ზონდერები... გვითხრან, თუ ამ ქვეყანაში "ოცნების" ზონდერობა და ანაფორა ინდულგენციაა" - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საუბრობს. 

მე არ ვიცი ახლა სასულიერო პირები არიან ეგენი, თუ ვინ არიან, როგორ შეიძლება სასულიერო პირმა ის გააკეთოს, რაც გააკეთეს. ჯერ იყვნენ მთვრალები. უკაცრავად, სასულიერო პირის სტანდარტი მარტო ის არის, რომ წვერი ჰქონდეს მოშვებული? სხვა სტანდარტებს არ უნდა აკმაყოფილებდეს სასულიერო პირი? ჩვეულებრივი ხულიგნები, მოძალადეები არიან და ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინეს ერთდროულად. ხულიგნები არიან ჩვეულებრივი. მე არ ვიცი, ანაფორიანი იქნება ხულიგანი თუ უანაფორო, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არიან მოძალადეები და სცემეს ჟურნალისტსაც, ოპერატორსაც და ივერი მელაშვილსაც და ეს ყველა დანაშაულთან ერთად, რომელიც ჩაიდინეს და არ არის ეს 126-ე ცემა.. ნამდვბილად არ არის, ეს არის ჯგუფური თავდასხმა და პლუს ამას არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა.

და თუ ამ ქვეყანაში ინდულგენცია არის ანაფორა. მაშინ გვითხრან, რომ ეს ასეა. ეს ერთი რაც შეეხებოდა ამ ჯგუფს. მაგრამ მარტო ეს ჯგუფი არ იყო იქ. იქ იყვნენ ზონდერები. რომლებიც იყვნენ დაორგანიზებული გამგებლის მიერ და ესეც ვიცით, და თუ ამ ქვეყანაში ასევე ინდულგენცია არის "ქართული ოცნების" ზონდერობა, ესეც გვითხრან.

ამ ქვეყანაში ძალადობენ მედიაზე და რაც მთავარია ივერი მელაშვილი... უბრალოდ, მე არ ვიცი, ადამიანი რომელიც არის პოლიტიკურად რეპრესირებული, კიდევ უგზავნიან ზონდერებს, რომელიც დააორგანიზა გამგებელმა... - ამბობს ნიკა გვარამია. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი შაბათს
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი