როდის და რა მექანიზმით დატოვებს საპატიმროს ნიკა მელია - ოპოზიცია საქმის გაჭიანურებაში "ოცნებას" ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული ლიდერის უცვლელი და მთავარი გზავნილი საკნიდან "ქართული ოცნების" მხრიდან, დღეს ნიკა მელიაზე მორიგი შტურმის მიზეზი გახდა. პოლიტიკურ პატიმარს მმართველი გუნდის ლიდერები წინასწარ შემუშავებული გზავნილებით დაესხნენ თავს.

ორკესტრირებული შეტევა მელიაზე ოპოზიციისთვის ღია დასტურია, რომ სახელისუფლებო გუნდი პროცესებს მიზანმიმართულად აჭიანურებს და აფერხებს პოლიტიკური კრიზისის განეიტრალებას, რომელიც პირდაპირ კავშირშია მელიას გათავისუფლებასთან.

ოპოზიცია აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ყველა ბერკეტით ცდილობს მთავარმა ოპონენტმა საკანი დისკრედიტირებულმა დატოვოს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი