ივერი მელაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, გასულ კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული პროპაგანდისტული ფილმის შემდეგ, დღეს მელაშვილს თავს უკვე მეორედ დაესხნენ:
წინა კვირას, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული პროპაგანდისტული ფილმის შემდეგ, ივერი მელაშვილზე იერიშის მეორე შემთხვევა დღეს იყო. რამდენიმე დღის წინაც იყო ერთი შემთხვევა, სადაც ფიზიკური ძალადობა ივერის მეზობლების ჩარევის შედეგად იქნა თავიდან აცილებული.
ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელიც მისი პროპაგანდით წამლავს საზოგადოებას, აქეზებს ძალადობას და უდანაშაულო ადამიანზე მიმართავს საზოგადოებრივ აგრესიას.
ანაფორა არ აქცევს ადამიანს ქრისტიანად. არც იმუნიტეტია ძალადობისთვის, - წერს მშვენიერაძე Facebook-ზე.
იხილეთ ასევე: