"მიგვაჩნია, რომ კონკრეტული ტელევიზიების მიმართ ძალადობა წმინდა ამბიონებიდან იერარქთა მიერ არის წახალისებული", - ამის შესახებ განცხადებას რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია ავრცელებს.
გვინდა მწუხარებით და შეშფოთებით გამოვეხმაუროთ დღეს გარეჯში განვითარებულ მოვლენებს, რომლის დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სასულიერო პირებმა ''მთავარის'' ჟურნალისტებს ფიზიკური დაზიანება, ხოლო ბატონ ივერი მელაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მიგვაჩნია, რომ კონკრეტული ტელევიზიების მიმართ ძალადობა წმინდა ამბიონებიდან იერარქთა მიერ არის წახალისებული.
მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს თავი დაანებოს დესტრუქციულ ქმედებებს და სათანადო საეკლესიო სასჯელი შეუფარდოს თავდასხმაში მონაწილე ყველა სასულიერო პირს, - წერს რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია.
იხილეთ ასევე: