დღევანდელი, 5 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 207გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 074 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 154 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 132 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,2 მილიონზე მეტი.