სახელმწიფოს წარმომადგენელთა შესაძლო დანაშაულზე ამნისტია, ადამიანის უფლებების დაცვის იდეას აზიანებს -GDI

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) ამნისტიის კანონპროექტს ეხმაურება და წერს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელთა ამნისტიით პასუხისმგებლობისგან ან/და სასჯელისგან ახლა ან მომავალში გათავისუფლება სამართლებრივი სახელმწფოს არსს ეწინააღმდეგება და მნიშვნელოვნად აზიანებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის იდეას.

GDI-ის განმარტებით, ამნისტიის შესახებ კანონი ხარვეზიანი იქნება, როგორც ფორმალური კანონიერების, ასევე ფუნდამენტური სამართლებრივი გადმოსახედიდან, თუმცა განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამნისტია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის, დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობის ერთიანი საქმის შემადგენელ ნაწილად იქცა.

"ფორმალური კანონიერების მოთხოვნათა დაცვა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური ფუნქციური მახასიათებელია, თუმცა იგი წარმოადგენს არა თვითმიზანს, არამედ საშუალებას იმისთვის, რომ პირთა უფლებები და თავისუფლებები დაცვის მაღალი ხარისხით სარგებლობდეს. მიუხედავად ამისა, არსებობს საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც ფორმალური კანონიერების მოთხოვნებისთვის გვერდის ავლა აუცილებელია პოლიტიკური და სოციალური კრიზისების დასაძლევად, რომელთა მასშტაბურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანად ფუნქციონირების საკითხს და, ამდენად, გრძელვადიან პერსპექტივაში ქმნის საფრთხეს, რომ პირთა კონსტიტუციური უფლებები არ იქნება რეალიზებული. ამდენად, პოლიტიკური ნება, რომელიც, მიუხედავად ფორმალური კანონიერების პრობლემურობისა,  პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების სულისკვეთებით არის გაცხადებული, ცალკეულ შემთხვევებში, ფუნდამენტური სამართლებრივი და მორალური გადმოსახედიდან შესაძლოა გამართლებული იყოს",-ნათქვამია განცხადებაში.

ვის შეეხება 20 ივნისის ამნისტია - "ქართული ოცნების" კანონპროექტი სრულად 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი