ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ქონება - ენმ დევნილებისთვის რეგისტრაციას ითხოვს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დევნილებისთვის იმ ქონებების დარეგისტრირებას ითხოვს, რომლებიც მათ ოკუპირებულ რეგიონებში დატოვეს. პრობლემა სულ 70 000-მდე მოქალაქეს ეხება, შესაბამისი კანონპროექტი კი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იყო ინიცირებული.

ამ თემასთან დაკავშირებით დღეს იუსტიციის სამინისტროსთან გამაფრთხილებელი აქციაც გაიმართება.

"ეს არის კიდევ ერთი მკაფიო და ნათელი მაგალითი, ხელისუფლების დამოკიდებულებისა და ხელისუფლების პოლიტიკისა ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ, ვინაიდან, ერთადერთი სახელმწიფო რომლის ინტერესებშიც არ შედიოდა ამ პროექტის რეალიზება, იყო და არის რუსეთი. 

პროექტი 2006 წელს დაიწყო და ითვალისწინებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების, წინასწარი რეგისტრაციის ცნობების გაცემას", - თქვა ენმ-ს წევრმა, მანუჩარ ახალაიამ. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ნორმატიული აქტები წარსულში გამოცემულია, დღემდე ხელისუფლებას, კერძოდ კი იუსტიციის სამინისტროს არცერთი ცნობა არ გაუცია.

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი