"ვეჩვევით ახალ ადგილს" - "გირჩის სამეფოს" პირველი ეთერი "საპარლამენტო სტუდიიდან"

გამოქვეყნდა:

"გირჩის სამეფო" თავისივე მოწყობილ  "საპარლამენტო სტუდიიდან" დღეს ეთერში გავიდა.

"გირჩმა" სტუდიის მოწყობა სწორედ დღეს დაასრულეს.  პირველ Facebook ლაივში მაყურებელს იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი ესაუბრნენ.

"გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით გირჩის სამეფოს საპარლამენტო სტუდიიდან, დღეს პირველი ლაივი გვაქვს, ამიტომ ბოდიშს გიხდით, შესაძლოა ტექნიკური ხარვეზები გვქონდეს ხმაში, ახლა ვეჩვევით ახალ ადგილს. მოგიყვებით დაუჯერებელი ამბების შესახებ გირჩის საპარლამენტო დეპუტაციის", - თქვა იაგო ხვიჩიამ. 

 ვახო მეგრელიშვილმა თქვა, რომ საპარლამენტო სტუდიაში სტუმრების დეფიციტი არ ექნება და დეპუტატების გარდა ეცდებიან პოდკასტში მონაწილეობაზე სხვებიც დაითანხმონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი