2018 წლის ოქტომბერში, ემბრიონებზე რევოლუციური ქირურგიული ჩარევა მოხდა. ამ დროს ქირურგებმა ნაყოფების იშვიათი დეფორმაციის მქონე ხერხემალის კორექტირება შეძლეს. ოპერაციები წარმატებით დასრულდა და, დიდი ალბათობით, დაბადების შემდეგ, ბავშვები სხვა გართულებებთან ერთად პარალიზებას გადაურჩნენ.
ახლა კი, ამ ტიპის ქირურგიული ჩარევა ბრიტანეთის მასშტაბით დაიწყო. NHS-ის ანგარიშებიდან ირკვევა, რომ 2020 წლის იანვრიდან ასეთი ოპერაცია 32 ნაყოფზე ჩატარდა. ამ წარმოუდგენლად რთულ ქირურგიას საოპერაციო განყოფილებაში 30 სპეციალისტი სჭირდება და ისინი 5 თვის (და მეტი) ემბრიონზე მუშაობენ.
სპინა ბიფიდა ნერვული მილის დეფექტია, რომელსაც ხერხემლის ნებისმიერ წერტილზე შეუძლია გავლენის მოხდენა. ამ დროს უკანა ხერხემალი სწორად არ იკეცება. ამან შესაძლოა მის გარშემო არსებული ნერვების დაზიანება გამოიწვიოს, რომელთა შორის შეიძლება ზურგის ტვინიც მოყვეს. სპინა ბიფიდას სიმწვავე სხვადასხვანაირია: მას ადამიანის ფიზიკური და მენტალური დაზიანება შეუძლია, სერიოზულ შემთხვევებში კი - სრული პარალიზება.
ამის მსგავსი წინა ოპერაციის დროს, სპინა ბიფიდას მქონე ჩვილებს ქირურგიული ჩარევა დაბადებიდან 48 საათის განმავლობაში უტარდებოდათ. თუ წარმატებით დასრულდებოდა ყველაფერი, ქირურგია გამოშვერილ ნერვებს გაასწორებდა და ზურგის ტვინსაც „შეაკეთებდა“. თუმცა, საშვილოსნოში განვითარებისას მიღებული ნებისმიერი ნერვული დაზიანება მუდმივი იყო და მკურნალობას აღარ ექვემდებარებოდა. აქედან გამომდინარე, დეფექტის მალევე მკურნალობა გადაუდებელი და აუცილებელი იყო.
ამ რევოლუციური ქირურგიის დროს, ინსტრუმენტები საშვილოსნოს ოდნავ გაჭრის შემდეგ აღწევს ნაყოფთან. აქედან, ის გახსნილი ადგილი იდენტიფიცირდება, რომლიდანაც ზურგის ტვინია გამოშვერილი, შემდეგ ისევ ნაყოფში ბრუნდება და უკვე აღდგენილია. ცხადია, ამ დროს რისკებიც არსებობს, მაგრამ სარგებელი ბევრად გადაწონის მათ.
NHS-ის მიერ ჩატარებულმა ოპერაციებმა მრავალი ბავშვისა და მშობლის ცხოვრება შეცვალა. ჰელენა პარსელმა 23 კვირის ორსული იყო, როდესაც მისი ნაყოფს სპინა ბიფიდას დიაგნოზი დაუსვეს. ქირურგიული ჩარევის შემდეგ კი, უკვე დაბადებული ბავშვი თავს კარგად გრძნობს, ფეხებს ამოძრავებს, კუჭში გასვლას თვითონვე ახერხებს და, რაც მთავარია, ტვინში სითხის რაოდენობა ძალიან მცირე დოზით აქვს - ტვინში სითხის მოგროვება სპინა ბიფიდას თანმდევი სიმპტომია.