
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. ოპოზიციის წევრების თქმით, შეხვედრაზე სურთ ჩამოაყალიბონ ის ნაბიჯები, რაც მომავალში გახელაძის გასათავისუფლებლად შეიძლება გადადგან.
შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გახელაძის ცოლმაც ისაუბრა და უქმე დღეების გასვლის შემდეგ, აქციები დაანონსა.
დღემდე შედეგი არ ჩანს. შეხვედრიდან შეხვედრამდე ველოდებოდით რაღაც კონკრეტული შედეგი ყოფილიყო, ხმაურის გარეშე ველოდებოდით, ახლა უკვე დიდი დრო გავიდა და ვფიქრობთ, ჩვენც უნდა ჩავერთოთ ამ გათავისუფლების საკითხში.
გვინდა შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან, ჩამოვაყალიბებთ შეთანხმებას. უქმე დღეების გასვლის შემდეგ, უკვე ვაპირებთ აქციების დაწყებას, - თქვა გახელაძის ცოლმა.
ცნობისთვის, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ამ დროისთვის საქართველოს 3 მოქალაქე უკანონო პატიმრობაში ჰყავს. მათ საპოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ედავებიან. ე.წ. სასამართლოს მიერ გენადი ბესტაევს 3-წლიანი, ლაშა ხეთერელს 1 წელი, ხოლო ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვთ მისჯილი.