"მთავარი არხის" ჟურნალისტს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება 

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება. საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში ნინუცა კეკელია ცოტა ხნის წინ მივიდა, საიდანაც შემოწმებისთვის გურჯაანში გადაიყვანენ.

მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს გუშინ სასულიერო პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, კამერა დააზიანეს და დაემუქრნენ. 

მომხდარის გამო კი ძიება მხოლოდ ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის აშკარა ფაქტი კი ჯერჯერობით სამართალდამცველებმა ვერ დაინახეს.

მთელი დღეა შსს ამტკიცებს, რომ დაკითხვებზე იმყოფებიან ეს აგრესიული სასულიერო პირებიც და ის მოქალაქეებიც, ვინც ჟურნალისტებს  გზა გადაუკეტეს, თუმცა საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში არც ერთი მათგანი არ გამოჩენილა. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი