დავით გარეჯის ინციდენტი - მოძალადე სასულიერო პირები შსს-ს ამ დრომდე არ გამოუკითხავს

გამოქვეყნდა:

სასულიერო პირები, რომლებიც თავს დაესხნენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს და კარტოგრაფ ივერი მელაშვილს, ამ დრომდე არც გამოკითხული და არც იდენტიფიცირებულები არიან. ძალოვანმა უწყებამ მოჩვენებითად, მყისიერი გამოძიება დაიწყო და ახლა პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.

პოლიცია არც იმ პირით დაინტერესებულა, რომელიც მამაოებთან ერთად მონაწილეობდა გარეჯის ინციდენტში, იყო განსაკუთრებულად აგრესიული და რომლის ორგანიზებული იყო კიდევ ერთი თავდასხმა ჩვენს ჟურნალისტებზე სოფელ უდაბნოში. ეს "ქართული ოცნების" დეპუტატი ალექსანდრე იოსელიანია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი